ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვას. თუ თვლით, რომ ასოციაციის წევრ ორგანიზაციასთან ურთიერთობისას დაირღვა თქვენი – როგორც მომხმარებლის – უფლება და პრობლემა არ მოგვარდა ორგანიზაციის დონეზე, შეგიძლიათ მიმართოთ ასოციაციას თქვენი განაცხადით.
საჩივრის წარდგენის წესი განსაზღვრულია ასოციაციის ეთიკისა და სოციალური ზემოქმედების კომიტეტის დებულებით. იხილეთ ამონაწერი დებულებიდან:
5. საჩივრის წარდგენისა და განხილვის მექანიზმი:

5.1 ასოციაცია საკუთარ ვებ-გვერდზე microfinance.ge და დაბეჭდილი სახით გაავრცელებს მომხმარებლების მიერ საჩივრის წარდგენისა და განხილვის მექანიზმს;

5.2 საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე consumer@microfinance.ge  ან ასოციაციის ცხელ ხაზზე  ტელ: 295 12 11 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე) საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ეთიკისა და სოციალური ზემოქმედების კომიტეტის („კომიტეტის“) სახელზე;

    თქვენი სახელი (სავალდებულოა)

    თქვენი ელფოსტა (სავალდებულოა)

    სათაური

    შეტყობინება

    5.3 საჩივარი დასაშვებად იქნება ცნობილი თუ:
    საჩივრის ავტორი („განმცხადებელი“) არის ან წარსულში იყო საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციის მომხმარებელი;
    თუ განმცხადებელი თვლის, რომ ასოციაციის წევრი ორგანიზაციის („მოპასუხე“) პოლიტიკა, მეთოდი ან მისი რომელიმე ქმედება არ შეესაბამება ეთიკის კოდექსს ან არღვევს მისი – როგორც მომხმარებლის – უფლებებს;
    თუ მომჩივანმა ამოწურა მისი პრობლემის მოგვარების ყველა გონივრული საშუალება უშუალოდ ასოციაციის წევრ ორგანიზაციასთან.
    5.4 საჩივარში მკაფიოდ უნდა იქნას მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
    განმხადებლის ვინაობა და საკონტაქტო დეტალები
    მოპასუხე (ასოციაციის წევრი ორგანიზაცია), რომლის მიმართ სურს საჩივრის წარდგენა განმცხადებელს
    ეთიკის კოდექსის მუხლი, რომელსაც ეწინააღდმეგება მოპასუხის პოლიტიკა, მეთოდები ან ქმედებები
    პრობლემის მოკლე აღწერა
    განმცხადებლის მიერ პრობლემის მოსაგვარებლად მიღებული ზომები (შეთავაზება, მოლაპარაკება, საჩივარი)
    განმცხადებლის მოთხოვნა
    5.5 ყველა საჩივრის მიღება უნდა დადასტურდეს ასოციაციის მიერ; საჩივრები გაიცხრილება ასოციაციის მენეჯმენტის და კომიტეტის მიერ, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს;

    5.6 დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კომიტეტი განიხილავს საჩივარში მითითებულ ფაქტებს, მოიპოვებს დამატებით ინფორმაციას როგორც განმცხადებლის, ასევე მოპასუხისგან და იმსჯელებს რამდენად შეესაბამება გასაჩივრებული ფაქტი ეთიკის კოდექსის ნორმებს;

    5.7 მსჯელობის შედეგად კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს მოპასუხეს, რის შესახებაც აცნობებს მომხმარებელს;

    5.8 კომიტეტის რეკომენდაციების შეუსრულებლობის და ასოციაციის ეთიკის კოდექსის ნორმების განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, კომიტეტი უფლებამოსილია მოითხოვოს სანქციების გავრცელება მოპასუხის მიმართ; სანქციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით იღებს ასოციაციის გამგეობა.