კანონი № 3482-რს – საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ მიღებულია – 18.07.2006 წ ძალაშია – 27.07.2006 წ 26.10.2009 წ – მდგომარეობით

 მიმღები: პარლამენტი ეხება დარგებს: საწარმოები და მეწარმოება გამოქვეყნებულია № 30 მაცნეში 27.07.2006 ნაწილი I
კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება და მათი განვითარებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა.
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიკროლიზინგი – ლიზინგი, რომლის ღირებულება განისაზღვრება მიკროკრედიტის დადგენილი ზღვრით;
ბ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში;
გ) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საფინანსო სექტორზე.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მნიშვნელობა.
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას სააგენტოს ზედამხედველობით.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესები.
3. მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო სახელწოდებაში “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია” ან მისი აბრევიატურა “მისო”.
4. თუ სააგენტო შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, სააგენტო უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა;
ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში;
გ) ფულადი გზავნილების განხორციელება;
დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;
ზ) იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები, მათ შორის, მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან. 
1. მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 (ორმოცდაათი ათას) ლარს.  
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანი არ უნდა იყოს 250000 (ორას ორმოცდაათი ათას) ლარზე ნაკლები. ამ თანხის ზემოთ წესდებით დადგენილი საწესდებო კაპიტალის სრული ოდენობის ფულადი ან/და არაფულადი ფორმით შევსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.
2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი, თუ:
ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ან შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;
ბ) წარსულში იყო კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადახდისუუნარო გახდა;
გ) არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ;
დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად ან ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისათვის და არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს.

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი;
ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები;
გ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება სააგენტოს. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით;
ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე;
ზ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ბეჭდვით ორგანოში სამეურნეო წლის ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.
2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს სააგენტოს მის მიერვე დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, სააგენტო უფლებამოსილია, გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;
ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.
1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობით. თუ მსესხებელი არ შეასრულებს კრედიტის მიზნობრივად გამოყენების ვალდებულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების შესრულებაზე გაუცემელი კრედიტის ნაწილში და მოითხოვოს კრედიტის გაცემული ნაწილის ვადამდე დაფარვა.

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება.

1. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი გადაწყვეტილებებით დაადგინონ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობა ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად (სააქციო საზოგადოებისათვის დაადგინონ აქციების ნომინალური ღირებულება).
2. საწესდებო კაპიტალში არაფულადი შენატანის შეტანისას ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2007 წლის 30 ნოემბრამდე მოახდინონ შესაბამისი ქონების აუდიტორული შეფასება.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეთ უფლება, გაასხვისონ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული საზოგადოებების წილები (აქციები) და დაადგინონ მათი გასხვისების წესი.
4. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე 2007 წლის 31 დეკემბრამდე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2006 წლის 18 ივლისი.
3482-რს

გამოქვეყნებულია 30 მაცნეში
27.07.2006
ნაწილი I

ცვლილება # 2795-Iს – საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია – 23.03.2010 წ ძალაშია – 30.03.2010 წ 30.03.2010 წ – მდგომარეობით

მიმღები: პარლამენტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 200) 85-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოიშობა უფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ვრცელდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღებულის გარდა) ნებისმიერ ქონებაზე, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

3. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება; შეტყობინება იმავდროულად ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს.”;

ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის “დ” ქვეპუნქტი:
“დ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას.”;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“5. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად უქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი ყველა სანივთო უფლება, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შედეგად სრულად ვერ განხორციელდება საგადასახადო ვალდებულების შესრულება, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.”;

დ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5′ ნაწილი:

“5′. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო ვალდებულების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო ვალდებულება, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.”; ე) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“7. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე, გარდა ამ მუხლის 5′ ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.”;

ვ) მე-8 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ვ” ქვეპუნქტი:
“ვ) ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.”.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2010 წლის 23 მარტი.
N2795-Iს

გამოქვეყნებულია N14 მაცნეში
30.03.2010
ნაწილი I


ცვლილება # 2797-Iს – “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია – 23.03.2010 წ ძალაშია – 30.03.2010 წ 30.03.2010 წ – მდგომარეობით

მიმღები: პარლამენტი მუხლი 1. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
 “მუხლი 6. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის პირობები
1. აღმასრულებლის თანამდებობის დაკავება ხდება კონკურსის წესით.
2. აღმასრულებლის თანამდებობა ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ:
ა) რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება (განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით, – უმაღლესი განათლება);
ბ) რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) რომელსაც ჩაბარებული აქვს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ან ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან ადვოკატთა ტესტირება საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ან აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი და წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება 3 თვის ვადით (აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით ეს ვადა შეიძლება შემცირდეს) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულში ან სააღსრულებო ბიუროში ან გავლილი აქვს აღმასრულებლის სასწავლო კურსი, მიღებული აქვს სერტიფიკატი და წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება 6 თვის ვადით აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულში ან ტერიტორიულ ორგანოში, ან აქვს აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება, ან აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
3. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას, აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4. პირის მიერ აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მისი შედეგები ძალაშია მუდმივად, გარდა გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის ვადაში პირის მიერ სააღსრულებო საქმიანობის განუხორციელებლობისა.
5. პირი აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით.”.
“მუხლი 14’12. სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა კერძო აღმასრულებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს სტატისტიკური ინფორმაცია თავის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შესახებ.”.
“3. კერძო აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო საქმის წარმოება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული პირობებითა და ფორმით.”.
“მუხლი 14’19. კერძო აღმასრულებლის აცილების საფუძვლები, აცილების წესი და თვითაცილება
1. კერძო აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით. 2. კერძო აღმასრულებლის აცილების საკითხს მოვალის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე წყვეტს ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება.”.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანი არ უნდა იყოს 250000 (ორას ორმოცდაათი ათას) ლარზე ნაკლები. ამ თანხის ზემოთ წესდებით დადგენილი საწესდებო კაპიტალის სრული ოდენობის ფულადი ან/და არაფულადი ფორმით შევსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

“მუხლი 18”. დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა სავალდებულოა. მისი შენახვის წესი, პირობები და ამგვარი დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობა დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.”. 

“1. მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.”

“მუხლი 19”. რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის სახელზე სატრანსპორტო საშუალების და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ ამ ნივთებზე შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე, გარდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, აგრეთვე სხვა შესაბამისი რეესტრების მწარმოებელმა ორგანოებმა (პირებმა) რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე, გარდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისა.
3. საბანკო დაწესებულებამ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ წერილობითი ფორმით ან ელექტრონული საშუალებებით უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს საბანკო ანგარიშის გახსნიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შეტყობინების ელექტრონული საშუალებებით გაგზავნის პირობები განისაზღვრება საბანკო დაწესებულებასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

მუხლი 19”’. რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა
რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება.”.

” ე) რეესტრში რეგისტრირებული პირის საკუთრებაში არსებული ისეთი ნივთის (ნივთების) დაყადაღება, რომლის (რომელთა) შემდგომი რეალიზაციის (ნატურით გადაცემის) მინიმალური ფასი, დასაბუთებული ვარაუდით, უზრუნველყოფს აღსრულებას მოთხოვნის სრული ოდენობით (იგულისხმება აღსრულების საფასურისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობა).”.