2010 წლის 24-27 აგვისტოს, ქ. თბილისში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიკროდაფინანსების ცენტრმა (MFC, ქ ვარშავა) ჩვენი “საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის” დახმარებით წარმატებით ჩაატარა ტრენინგი – “ვადაგადაცილების და საოპერაციო რისკების მართვა კრიზისის პირობებში”.

ტრენინგში მონაწილეობდნენ და მიიღეს სერტიფიკატები მენეჯერებმა საკრედიტო და საკრედიტო რისკების დარგში 8 ქვეყნის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან (შვეიცარია, სასომხეთი, Aაზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, საქართველო). საქართველოდან ტრენინგი გაიარა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების “კრედოს”, “ფინკას”, “ალიანს ჯგუფის”, “იმერ კრედიტის”, “ჯორჯიან კაპიტალის” და “ბანკ კონსტანტას”სპეციალისტებმა.

სწავლება ტარდებოდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო- “Beaumond Garden”-ში, რომელიც ჩვენ სტუმრებს სასმიამოვნო გარემოსა და მაღალი კლასის სერვისს სთავაზობდა. თბილისის სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ქალაქის ღირსშესანიშნაობები.