2014 წლის 12 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციამ და ფონდმა „კრისტალმა“ გამართეს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა , ერთის მხრივ, მიკროსაფინანსო ასოციაციის ეთიკის კოდექსის პრეზენტაციასა და ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მის ხელმოწერას, ხოლო მეორეს მხრივ, ფონდი „კრისტალის“ მიერ მომხმარებელთა ფინანსური განათლების ინიციატივის წარმოდგენას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს სამთავრობო უწყებების, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, მასმედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.