ფინანსთა სამინისტროს და კომერციულ ბანკებს შორის საგადასახადო გირავნობის და საბანკო იპოთეკის შესახებ საგადასახადო კოდექსი და სხვა კანონებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიებში, საბანკო ასოციაციასთან ერთად, ჩვენი ასოციაცია იყო ჩართული. საბოლოოდ ეს საკითხი ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდა. საქმე ეხება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უპირატეს უფლებას. კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ იპოთეკით დატვირთულ და დაგირავებულ ქონებას თუ საგადასახადო ორგანოებმა დაადეს ყადაღა და მოხდა მისირეალიზაცია, რეალიზაციიდან მიღებულ თანხები წარიმართება რიგისობის მიხედვით და უპირატესობა არ მიენიჭება საგადასახადო ორგანოებს, როგორც ეს ამ კანონში ცვლილებების შეტანამდე ხდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ცვლილების თავდაპირველ პროექტში, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ კომერციული ბანკები იყო გათვალისწინებული. ჩვენი ასოციაციის ძალისხმევის შედეგად კანონპროექტში შევიდა ცვლილებები და კომერციულ ბანკებს დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ შემთხვევაში პირველად საქართველოში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები განხილული იქნა, როგორც საფინანსო-საკრედიტო სისტემის ნაწილი და გაუთანაბრეს კომერციულ ბანკებს.