1. მისოს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისათვის აუცილებლი პირობებია:
ა) ფულადი სახით განაღდებული საწესდებო კაპიტალი იყოს არანაკლებ 250000 (ორას
ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) უნდა აკმაყოფილებდეს ,,მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილ
შესაფერისობის კრიტერიუმებს.
2. მისო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს რეგისტრაციის
თაობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.