ასოციაციიამ დაამყარა საქმიანი ურთიერთობა SEEP network-ის ხელმძღვანელობასთან და მიიღო მონაწილეობა 2011 წლის SEEP–ის ქსელის გლობალურ სამიტში და ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა (31 ოქტომბრი – 3 ნოემბერი) ქ. ვაშინგტონში (USA). SEEP–ის ქსელი აერთანებს მსოფლიოს 124 ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ მიკროსაფინანსო სფეროში და ზრუნავენ მიკრობიზნესის განვითარებაზე. კონფერენციას დაესწრო მიკროსაფინანსო სფეროს წამყვანი მოთამაშეები: არასამთავრობო ორგანიზაციები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, კერძო ფირმები, ფონდები და საინვესტიციო ფონდები. ფორუმის ორი დღე დაეთმო სემინარებსა და ინტერაქტიულ სწავლებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.