2011 წლის 4 ოქტომბერს ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის მიკროსაფინანსო ასოციაციას(AMFA) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – “Investor’s Fair”. აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება ქ. ბაქოში და აძლევს საშუალებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გაცვალონ გამოცდილება და ცოდნა სხვა მზგავსი ტიპის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დაამყარონ კონტაქტები მიკროსოაფინანსო სფეროში მომუშავე ინვესტორებთან. კონფერენციაზე საქართველოდან ჩვენი ასოციაციის გარდა მიიღეს მონაწილეობა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ფინაგრომ” და “პირველმა საკრედიტო კავშირმა”.