2015 წლის 8 მარტს ქუთაისში ზ. გამსახურდიას გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია GeoCapital-ის ოფისის გვერდით ახალი სკვერი – GC პარკი საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიება ღია იყო ფართო საზოგადოებისთვის და მას დაესწრნენ ქ. ქუთაისის მერი ბ-ნ შოთა მურღულია, ვიცე მერი ბ-ნ ნოდარ მიქიაშვილი და სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების თანამდებობის პირები, ასევე მოწვეულნი იყვნენ ბიზნეს წრეების და მასმედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ძალიან ბევრი ბავშვი იმყოფებოდა, რომელთა გართობაზე ზრუნავდა მხიარული კლოუნი. კომპანია სტუმრებს კორპორატიული ტორტით და სასმელებით გაუმასპინძლდა. ქალბატონებს გაზაფხულის ყვავილები მიართვეს. სკვერის გახსნა დასრულდა კონცერტითა და ულამაზესი ფეიერვერკით.

“ჩვენ მოვაწყვეთ ეს სკვერი ქუთაისის მოსახლეობისათვის. განსაკუთრებით გვაწუხებს ახალგაზრდა თაობის ბედი და მომავალი. გვსურდა შეგვექმნა შეხვედრებისა და დასვენებისათვის სასიამოვნო ადგილი, სადაც ასევე შესაძლებელია უფასო ინტერნეტით სარგებლობა,”- ამბობს ქ-ნი ირმა სვანაძე, GeoCapital-ის გენერალური დირექტორი და ქუთაისის მკვიდრი. „ჩვენთვის ეს სკვერი საზოგადოებისათვის მოკრძალებული ლამაზი საჩუქრის გაკეთების შესაძლებლობაა, მისადმი პატივისცემისა და საყვარულის ნიშნად.“

უნდა აღინიშნოს, რომ სკვერი დაპროექტებულია ადგილობრივი არქიტექტორის მიერ და გამოირჩევა თანამდეროვე დიზაინით. მასში ოსტატურადაა შეხამებული ხელოვნური ქვის ელემენტები, დეკორატიული ფილა და მშვენიერი ნარგავები, რაც ქმნის კომფორტულ დასასვენებელ გარემოს ქალაქის შუაგულში.

სკვერი უზრუნველყოფილია უფასო Wi-Fi ინტერნეტით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქუთაისელებისა და ქალაქის სტუმრებისათვის. პარკი სრულყოფილად არის განათებული ღამის საათებში, ხოლო მიმდებარე ტერიტორია კონტროლდება CCTV კამერებით, რაც 24 საათის განმავლობაში პარკის უპირატესობებით სარგებლობისათვის უსაფრთხო გარემოს ქმნის.

სამომავლოდ GeoCapital-ი გეგმავს არა ერთი საინტერესო ღონისძიებების ჩატარებას GC პარკში და ახალი ტრადიციების ჩამოყალიბებას ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დაფუძნებიდან დღემდე GeoCapital-ის მეშვეობით ათასობით ადამიანმა დასავლეთ საქართველოში მიიღო მაღალხარისხიანი მომსახურეობა, აიღო ბიზნეს და სამომხმარებლო სესხები. კომერციულ საქმიანობასთან ერთად, GeoCapital-ი ახორციელებს საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებს, რომელთა მიზანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის დახმარება დღევანდელი ცხოვრების მოთხოვნებთან ადაპტაციაში, ასევე ზოგადად ბიზნეს და სოციალური გარემოს გაუმჯობესება.

2012 წელს GeoCapital-მა დააფუძნა არაკომერციული ორგანიზაცია GeoCapital Education-ი, რომელიც ატარებს უფასო ტრეინინგებს იმერეთში და აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას დაეუფლონ პერსონალური და მცირე ბიზნესის ფინანსების მართვის საფუძვლებს.

GeoCapital-ი კვლავ გააგრძელებს საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას და იმედოვნებს, რომ თავის წვლილს შეიტანს გარემოსა და საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.