საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია

საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაცია დაფუძნდა 2009 წლის აგვისტოში. მისი დამფუძნებლები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ასოციაციის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კორდინაციისთვის ხელის შეწყობა, მოამზადოს წინადადებები მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე კომერციული ბანკების ანალოგიურ საგადასახადო რეჟიმის გავრცელება.

ინვესტორებისთვის მისაღები საერთაშორისო აუდიტორული და სარეიტინგო კომპანიების შერჩევაში აქტიური მონაწილეობის მიღება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის იყოს მინიმალური. სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობა მცირე ბიზნესისათვის გამოყოფილი კრედიტების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, რომლებიც დაინტერესებულები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებით და გაუწევენ მათ დახმარებას.

 

PDFსაქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წესდება